პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ადგილი: ავსტრია, ვენა
ორგანიზატორი: საქართველოს საელჩო ავსტრიაში და ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაცია
დეტალები: 7 აგვისტოს, 18:30 საათზე (ვენის დროით), ავსტრიაში საქართველოს საელჩოსა და ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით, ქალაქ ვენაში გაიმართება ქართველი სტუდენტების შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან, ქალბატონ ქეთევან ციხელაშვილთან. შეხვედრის სასაუბრო თემა მიეძღვნება 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წლის გასვლას. ქართველ სტუდენტებს მოხსენების დასრულების შემდეგ მიეცემათ საშუალება დასვან სასურველი კითხვები. კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და შეხვედრაზე დასწრება შეეძლება მხოლოდ იმ პირველ 15 ქართველ სტუდენტს, რომლებიც დარეგისტრირდებიან ქვემოთ მითითებულ ბმულზე:
https://bit.ly/2EDaALt