პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ადგილი: აშშ, ლოს ანჯელესი
ორგანიზატორი: საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ სან ფრანცისკოში
დეტალები: სამხრეთ კალიფორნიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ! 6 დეკემბერს იგეგმება სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალური კონსულის ლევან ბერიძისა და კონსულის დავით კურტანიძის ვიზიტი ლოს ანჯელესში. ვიზიტის ფარგლებში, ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება ადგილზე მიიღოს სხვადასხვა სახის საკონსულო მომსახურება. საკონსულო მიღებაზე ჩასაწერად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს გენერალურ საკონსულოს სან ფრანცისკოში. ტელ.: +14155283706 ელ.ფოსტა: [email protected] / საკონსულო მიღების დრო: კვირა, 6 დეკემბერი. ლოს ანჯელესი, ადგილობრივი დროით 12.00-16.00 საათი, მისამართი: 8336 Sylmar Ave., Panorama City, CA, 91402
https://www.facebook.com/GEOConGenSF/photos/a.105276257992922/163880135465867/