პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ადგილი: ნიდერლანდები, ჰააგა
ორგანიზატორი: EUROPALIA
დეტალები: 2023 წელს ევროპული კულტურის ფესტივალი „ევროპალია“ საქართველოს მიეძღვნება. ფესტივალის ფარგლებში, ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ქალაქ ჰააგაში გაგრძელდება მდიდარი ქართული კულტურის დიდი მოგზაურობა. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება დაესწროს ნიკო ფიროსმანის შემოქმედების თეატრალურ ინსცენირებას, მოისმინოს ქართული პოლიფონიისა და ფოლკლორის უკვდავი ჰანგები, ქართული სუფრის ტრადიციებით გაეცნოს ნინო ხარატიშვილის ლიტერატურულ პერსონაჟებს და დატკბეს ახალგაზრდა ქართველი პიანისტების ვირტუოზული შესრულებით.
https://www.amare.nl/nl/agenda/1972/pianisten-tsotne-zedginidze-en-sandro-gegechkori/georgie-s-jongste-muzikale-belofte