პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

14 მაისს, დიასპორის წარმომადგენლებისთვის გაიმართება ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია


13.05.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრძელებს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების დახმარებას, მათ შორის, მათთვის კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე ონლაინ კონსულტაციების უზრუნველყოფას. 14 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ  Facebook გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ექიმ ინფექციონისტების - მარიამ ჭყონიასა და ნინო ტავლალაშვილის პირდაპირი ჩართვა. პირდაპირი ჩართვისას ექიმები 1 საათის განმავლობაში ისაუბრებენ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე და უპასუხებენ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს.

მარიამ ჭყონია, ექიმ ინფექციონისტი, ამჟამად მუშაობს ინფექციური სნეულებების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში (თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში). 2018 წლიდან, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიის ფარგლებში, ის მუშაობდა შლეზვიგის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ინფექციური სნეულებებისა და მიკრობიოლოგიის განყოფილებაში.

 ნინო ტავლალაშვილი არის ექიმი ინფექციურ საავადმყოფოში. მას გავლილი აქვს კურსი მიკრობიოლოგიისა და ინფექციური სნეულებების მიმართულებით ჩესტერის უნივერისტეტში (დიდი ბრიტანეთი).

უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს შეკითხვების გამოგზავნა შეუძლიათ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]