პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

20 აპრილს ჰააგის კინოს სახლში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფილმების ფესტივალი გაიმართა


28.04.2022

20 აპრილს, ჰააგის კინოს სახლში „Filmhuis Den Haag”, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფილმების ფესტივალის #ENFF ორგანიზებით, ევროკავშირის კულტურის ინსტიტუტების გაერთიანების #EUNIC და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა ფესტივალის ENFF გახსნის ოფიციალური ცერემონია. 

ფესტივალზე წარდგენილია ორი ქართული ფილმი: ქეთევან მაჭავარიანის დოკუმენტური ფილმი “მზიური“ და უტა ბერაიას ფილმი “უარყოფითი ციფრები“.  

ფესტივალის გახსნის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია და საელჩოს თანამშრომლები. ღონისძიების  დასრულების შემდეგ გაიმართა ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია/დაგემოვნება.

ღონისძიება მოეწყო  საქართველო ნიდერლანდებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების  30 წლის იუბილესთან დაკავშირებით  დაგეგმილი აქტივობების ციკლის ფარგლებში.