პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

25 მარტი - ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია აშშ-ში მყოფი თანამემამულეებისთვის 


25.03.2020

მიმდინარე წლის 25 მარტს, ნიუ იორკის დროით 15:00 სთ-ზე, ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს Facebook გვერდზე (@consulategeneral.newyork) გაიმართება ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია აშშ-ში მყოფი თანამემამულეებისათვის.

ონლაინ სამედიცინო კონსულტაციის ფარგლებში, რომელიც 15:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე (ნიუ იორკის დროით) გაგრძელდება, ქართველი ექიმები უპასუხებენ თანამემამულეების შეკითხვებს კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებულ საკითხებზე. ექიმებისთვის შეკითხვების დასმა შესაძლებელი იქნება პირდაპირი ჩართვის დროს; ასევე, შესაძლებელია შეკითხვების წინასწარ გაგზავნა შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]

ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს Facebookცხელი ხაზი: +1(917) 916-2753 / +1 (917) 945-3227