პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

25 მარტი - ონლაინ სამედიცინო კონსულტაცია საბერძნეთში მყოფი თანამემამულეებისთვის


25.03.2020

25 მარტს, ათენის დროით 17:00 საათზე, საბერძნეთში საქართველოს საელჩოს Facebook გვერდზე თბილისიდან გაიმართება ექიმ-ინფექციონისტის ონლაინ კონსულტაცია საბერძნეთში მყოფი თანამემამულეებისთვის თემაზე "კორონავირუსი - მისი პრევენცია და მკურნალობა". მოქალაქეებს შეკითხვები შეუძლიათ გააგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected].

ონლაინ სამედიცინო კონსულტაციის ფარგლებში, ექიმ-ინფექციონისტი თბილისიდან ონლაინ რეჟიმში უპასუხებს საბერძნეთში მყოფი თანამემამულეების შეკითხვებს კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებულ საკითხებზე.  

მსოფლიოში არსებული კორონავირუსის (COVID-19) პანდემიიდან გამომდინარე, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები თბილისიდან ხორციელდება იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა. ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები თბილისიდნ უკვე გაიმართა იტალიაში, ესპანეთშისაფრანგეთსა და გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

აღნიშნული ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით იმართება და მას ორგანიზებას უწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.