პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

3 აპრილს დიასპორული ონლაინ სკოლის „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“ პრეზენტაცია გაიმართება


01.04.2021

3 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე, ნიდერლანდების სამეფოში არსებული ქართული კულტურის ცენტრის და ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ორგანიზებით, ვირტუალურ ფორმატში გაიმართება ქართული საერთაშორისო დიასპორული ონლაინ სკოლის „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“ ვებ-გვერდის პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ონლაინ სკოლის მიერ შემოთავაზებულ არაფორმალური განათლების ონლაინ სერვისებს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი, აღმზრდელობითი, საგანმანათლებლო და კულტურული ხასიათის პროგრამებს.

ონლაინ პრეზენტაციაზე დასწრება შეუძლიათ როგორც ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე უცხოეთში მყოფ ყველა დაინტერესებულ თანამემამულეს.

პრეზენტაციაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა.

ონლაინ სკოლის ვებ-გვერდის პრეზენტაცია Zoom პლატფორმის მეშვეობით გაიმართება თბილისის დროით 21:00 საათზე. იხილეთ ბმული: https://zoom.us/j/93450169994#success