პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

7 აპრილს თესალონიკის მერიისა და საქართველოს გენერალური საკონსულოს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა


11.04.2023

2023 წლის 7 აპრილს გაიმართა თესალონიკის მერიისა და საქართველოს გენერალური საკონსულოს ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე, საკრებულოს თავმჯდომარე პეტროს ლეკაკისი, თესალონიკის მერის მრჩეველი გიორგი კალაიციდისი და პროექტის უშუალო ხელმძღვანელი გიორგოს გაიდაძისი.

საკრებულოს თავმჯდომარემ პეტროს ლეკაკისმა სიტყვით გამოსვლისას, პროექტის მონაწილეებს თესალონიკის მერიაში პრაქტიკის გავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ლეკაკისმა აღნიშნა, რომ თესალონიკის მერია და საკრებულო აქტიურად თანამშრომლობენ გენერალურ საკონსულოსთან, რისი დასტურიც არის აღნიშნული პროექტის განხორციელება. „ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც პირველად ხორციელდება“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

გენერალურმა კონსულმა ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის პროექტში მონაწილეობის მნიშვნელობაზე. ნოდარ კომახიძემ მადლობა გადაუხადა საკრებულოს თავმჯდომარეს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. „ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა წარმატებული პროექტის უკან დგანან საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენლები“, - აღნიშნა ნოდარ კომახიძემ.

პროექტის შესაბამისად, ქართული დიასპორის წარმომადგენლები თესალონიკის მერიაში გაივლიან პრაქტიკას და მერიის თანამშრომლებთან ერთად ქართულ ენაზე გაუწევენ მომსახურებას საქართველოს მოქალაქეებს. პრაქტიკის გავლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ სერთიფიკატებს.

პროექტის განხორციელება დაიწყება მიმდინარე წლის 1 მაისიდან და პირველ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს 15 მონაწილე.