პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ანკარაში ქართული კულტურის დღე ჩატარდა


04.05.2019

4 მაისს ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოსა და პროექტის "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის" გამარჯვებულის თურქეთის რესპუბლიკაში მხარდაჭერით და ქართველი სტუდენტების ორგანიზებით, ქ. ანკარაში თურქეთის საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე ერთა გენერალური დირექტორატის (YTB) კულტურის სახლში ჩატარდა ქართული კულტურის დღე ჩატარდა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, თურქეთის საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე ერთა გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილემ საით იუსუფმა და თურქეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა გიორგი ცეცხლაძემ.

სიტყვით გამოსვლისას, როგორც ქართული, ასევე თურქული მხარის მიერ აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები, რაშიც ასევე დიდი წვლილი შეაქვთ სტუდენტებს.

ღონისძიებაზე სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს შესახებ, ასევე ნაჩვენები იქნა 3 ვიდეო რგოლი, მათ შორის, ვიდეო რგოლი ქართული ანბანის შესახებ, სახელწოდებით - GEORGIA MADE BY CHARACTERS, რომლის შემდეგაც ქართველმა სტუდენტებმა შეასრულეს ქართული სიმღერები.

ღონისძეიბის ფარგლებში კულტურის სახლის ეზოში,  წარმოდგენილი იყო გამოფენა - “ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა”.

ღონისძიებას სტუდენტები, აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქთა და მონათესავე ერთა გენერალური დირექტორატის დაფინანსებით, თურქეთის წამყვან უნივერსიტეტებში ქართველი სტუდენტები ეუფლებიან მოთხოვნად პროფესიებს.

http://mfa.gov.ge/News/ankarashi-qartuli-kulturis-dge-chatarda.aspx?CatID=5