პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

არჩევნები 2020 - როგორ მივიღოთ საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობა?


10.09.2020

2020 წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საარჩევნო ხმის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი. საზღვარგარეთ საარჩევნო უბანზე გამოცხადებისას კი ამომრჩევლებმა თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა (ID ბარათი) ან პასპორტი

ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ საარჩევნო უბანზე პირადად გამოცხადებით. დაუშვებელია ხმის მიცემა დისტანციურად ან მინდობილი პირის საშუალებით.

იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებით საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, თქვენ უნდა გაიაროთ საკონსულო აღრიცხვა 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია სამი გზით:

მომსახურება უფასოა.

საკონსულო აღრიცხვა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს ან თქვენი მხრიდან ვალდებულებას. იგი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკონსულო სამსახურის მიერ თქვენი უფლებების ეფექტურად დაცვის მიზანს, მათ შორის, ისარგებლოთ თქვენი კონსტიტუციური უფლებით და მიიღოთ მონაწილეობა ამა წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში.

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ინსტრუქცია

                                                                                                        

საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც დგანან საკონსულო აღრიცხვაზე და რაღაც პერიოდის შემდეგ შეიცვალეს სახელი/გვარი და არ მიუმართავთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საელჩოსთვის/საკონსულოსთვის საკონსულო აღრიცხვაზე ხელახალი დადგომის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის განმეორებით უნდა გაიარონ საკონსულო აღრიცხვა შეცვლილი სახელით და გვარით მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება.

საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace

იმ შემთხვევაში, თუ ვერ აღმოაჩენთ პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, თქვენ უნდა მიმართოთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას/საკონსულო დაწესებულებას. საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ცხელი ხაზი: https://mfa.gov.ge/MainNav/MediaCenter/Consular-Hotline.aspx / საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო გვერდი: არჩევნები 2020

 

ამასთან, საარჩევნო უფლებებისა და არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის თაობაზე, უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) ონლაინ ჩათის საშუალებით - ცესკო-ს ონლაინ ჩათი  ან სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით ნომერზე: +995 32 2 51 00 51 / ცესკო-ს ვებ-გვერდი: https://cesko.ge/ 

 

 

იხილეთ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების მისამართები:


 №3 საარჩევნო უბანი - ავსტრიის რესპუბლიკა, ქ. ვენა - მის.: რუდოლფსპლატც 2/8ა, ა-1010 ვენა, ავსტრიის რესპუბლიკა / Rudolfsplatz 2/8A, A-1010 Vienna, Republic of Austria

 №4 საარჩევნო უბანი - აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ქ. ბაქო - მის.: ნარიმანოვის რაიონი, იაშარჰუსეინოვის ქ. 13/15, ინდექსი: AZ1069, Azerbaijan Republic, Baku sity, Yashar Huseynov str.13/15

 №5 საარჩევნო უბანი - აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ქ. ბაქო - მის.: ნარიმანოვის რაიონი, იაშარჰუსეინოვის ქ. 13/15, ინდექსი: AZ1069, Azerbaijan Republic, Baku sity, Yashar Huseynov str.13/15

 №6 საარჩევნო უბანი - აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ქ. ბაქო - მის.: ნარიმანოვის რაიონი, იაშარჰუსეინოვის ქ. 13/15, ინდექსი: AZ1069, Azerbaijan Republic, Baku sity, Yashar Huseynov str.13/15

 №7 საარჩევნო უბანი - ამერიკის შეერთებული შტატები, ქ. ვაშინგტონი

       მის.: 1824 რ სტრიტი ჩრდილო დასავლეთი, ქ. ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი 20009 / 1824 R Street N.W. Washington, DC 20009

 №8 საარჩევნო უბანი - ამერიკის შეერთებული შტატები, ქ. ნიუ-იორკი

       მის: 144 აღმოსავლეთის 44-ე ქუჩა, მე-4 სართული, ნიუ-იორკი, NY 10017, 144 East 44th / Street 4th Floor, New York, NY10017

 №9 საარჩევნო უბანი - ამერიკის შეერთებული შტატები, ქ. ნიუ-იორკი

       მის.: 144 აღმოსავლეთის 44-ე ქუჩა, მე-4 სართული, ნიუ-იორკი, NY 10017, 144 East 44th / Street 4th Floor, New York, NY10017

 №10 საარჩევნო უბანი - ამერიკის შეერთებული შტატები ქ. სან-ფრანცისკო

       მის.: მონტგომერის ქუჩა 930. ერთეული 301 სან ფრანცისკო, კალიფორნია 9413 / Consulate General of Georgia in San Francisco 930 Montgomery Street. Unit 301 San Francisco, CA 94133

 №11 საარჩევნო უბანი - ბელარუსის რესპუბლიკა, ქ. მინსკი - მის.: ქ. მინსკი, თავისუფლების მოედანი, №4 Minsk, Liberty sq. №4

 №12 საარჩევნო უბანი - ბელგიის სამეფო, ქ. ბრიუსელი - მის.: პერ ეუდორ დევრუას ქ. N 245, 1150 ვოლუვე სენ პიერ / Rue Père Eudore Devroye, 245, 1150, Woluwe St.Pierre

 №13 საარჩევნო უბანი - ბულგარეთის რესპუბლიკა, ქ. სოფია - მის.: კრიჩიმის ქ. №65, ლოზენეცი, სოფია, 1164, ბულგარეთი, ул. Кричим 65, кв. / Лозенец, Гр.София, 1164, България

 №14 საარჩევნო უბანი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. ბერლინი - მის.: რაუხშტრასე 11, 10787 ბერლინი / Rauchstraße 11, 10787 Berlin

 №15 საარჩევნო უბანი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. მაინის ფრანკფურტი

       მის.: ბოკენჰაიმერ ლანდშტრასე 97-99. 60325 მაინის ფრანკფურტი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა/Bockenheimer Landstrasse 97-99, 60325 Frankfurt am Main, Bundesrepublik Deutschland

 №16 საარჩევნო უბანი - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ქ. მიუნხენი

       მის.: საქართველოს საპატიო საკონსულო, ლუიზენშტრასე 43/2, 80333 მიუნხენი / Honorarkonsularische Vertretung von Georgien Luisenstraße 43/2, 80333 München

 №17 საარჩევნო უბანი - დანიის სამეფო, ქ. კოპენჰაგენი - მის.: კალვებოდ ბრიუგგე 45 1560 კოპენჰაგენი, დანია / Kalvebod Brygge 45 1560 Copenhagen, Denmark

 №18 საარჩევნო უბანი - დიდი ბრიტანეთი, ქ. ლონდონი - მის.: 20 სენტ ჯორჯს სქვეარ, ლონდონი, SW1V 2HP / 20 St George’s Square, London SW1V 2HP

 №19 საარჩევნო უბანი - ესპანეთის სამეფო, ქ. მადრიდი - მის.: პლასა დე ლას კორტეს 4, მე-5 სართული, მარჯვენამხარე , 28014. / Plaza de las Cortes 4, piso 5, derecha, C.P. 28014

 №20 საარჩევნო უბანი - ესპანეთის სამეფო, ქ. ბარსელონა - მის.: ქ. ბარსელონა, პასეო დე გრასია 7, 3 მარჯვენა, 08007 / Paseo de Gracia 7,3º Derecha, 08007, Barcelona

 №21 საარჩევნო უბანი - ესტონეთის რესპუბლიკა, ქ. ტალინი - მის.: ვირუ-ვალიაკ 2, 10111, Viru-väljak 2, 10111

 №22 საარჩევნო უბანი - თურქეთის რესპუბლიკა, ქ. ანკარა

       მის.: ქილიჩ ალის ქ. N12, ორანის დიპლომატიური უბანი, ორანი/ჩანქაია. 06450 / Kılıç Ali sok 12, Oran Diplomatik Sitesi, Oran/Çankaya, 06450

 №23 საარჩევნო უბანი - თურქეთის რესპუბლიკა, ქ. სტამბოლი

       მის.: ბეშიქთაშის რაიონი, უბანი ლევენთი, სუმბულის ქუჩა, №17 / SÜMBÜL SOKAK N17 LEVENT/34330/BEŞIKTAŞ/İSTAMBUL/TÜRKİYE

 №24 საარჩევნო უბანი - თურქეთის რესპუბლიკა, ქ. ტრაპიზონი

       მის.: ორტაჰისარის უბანი, პერტევფაშას ქ. №10 ქ. ტრაპიზონი / Ortahisar Mah. Pertevpaşa sok. No:10 Trabzon/Turkey/ 61030

 №25 საარჩევნო უბანი - ირლანდია, ქ. დუბლინი მის.: ირლანდია, ქ. დუბლინი, 17 მორჰემპტონ როუდ, დონიბრუკ, დუბლინ 4. / 17, Morehampton Road, Donnybrook, Dublin 4, Ireland

 №26 საარჩევნო უბანი - ისრაელის სახელმწიფო, ქ. თელ-ავივი - მის.: დანიელ ფრიშის ქუჩა №3, თელავივი / Daniel Frisch Street 3, Tel Aviv

 №27 საარჩევნო უბანი - იტალიის რესპუბლიკა, ქ. რომი - მის.: ვია დელ პლებიშიტო, 102, 00186 რომი, Via del Plebiscito, 102, 00186 Roma RM

 №28 საარჩევნო უბანი - იტალიის რესპუბლიკა ქ. ბარი 

       მის.: ვიტო ნიკოლო დე ნიკოლას ქ. 48, პირველი სართული, 70121 ქ. ბარი, იტალია / Indirizzo Via Vito Nicola De Nicolo 48, 70121, Bari, Italy

 №29 საარჩევნო უბანი - კანადა, ქ. ოტავა - მის.: ალბერტის ქუჩა 340, ოფისი 940 / 340 Albert Street, Suite 940, Ottawa ON Canada K1R 7Y6

 №30 საარჩევნო უბანი - კვიპროსის რესპუბლიკა, ქ. ნიქოზია - მის.: ვასილისის ამალიას 3, 1101, ნიქოზია, კვიპროსი / Vasilissis Amalias 3, 1101, Nicosia, Cyprus

 №31 საარჩევნო უბანი - ლატვიის რესპუბლიკა, ქ. რიგა - მის.: რაინია ბულვარი 3, რიგა, ლატვიის რესპუბლიკა ლვ-1050 / Raina bulvaris 3, Riga, Latvija, LV – 1050

 №32 საარჩევნო უბანი - ლიეტუვას რესპუბლიკა, ქ. ვილნიუსი

      მის.: ლიეტუვის რესპუბლიკა, ქ. ვილნიუსი, ალგირდოს ქ. 4, LT-03161 / Algirdo g. 4, LT-03161, Vilnius, Lietuvos Respublika

 №33 საარჩევნო უბანი - მოლდოვას რესპუბლიკა, ქ. კიშინოვი - მის.: 31 აგვისტო 1989 ქ. 57, Str.31 August 1989, 57

 №34 საარჩევნო უბანი - ნიდერლანდების სამეფო, ქ. ჰააგა - მის.: ლანგე ვაივერბერგ 12, Lange Vijverberg 12,2513 AC, The Hague

 №35 საარჩევნო უბანი - პოლონეთის რესპუბლიკა, ქ. ვარშავა - მის.: კრინიჩნას ქ. №2, ქ. ვარშავა 03-934, Ul. Kryniczna 2, 03-934 Warszawa

 №36 საარჩევნო უბანი - პორტუგალიის რესპუბლიკა, ქ. ლისაბონი - მის.: ფერნაო სუარეშის 6-ა 1400-149, 6-A FERNAO SOARES. 1400-149

 №37 საარჩევნო უბანი - საბერძნეთის რესპუბლიკა, ქ. ათენი - მის.: ტაიგეტუს ქ. 27, 15452 პალეოფსიხიკო, 27 / TAYGETOY ST., 15452 PALEO PSYCHIKO, ATHENS, GREECE

 №38 საარჩევნო უბანი - საბერძნეთის რესპუბლიკა, ქ. ათენი - მის.: ტაიგეტუს ქ. 27, 15452 პალეოფსიხიკო, 27 / TAYGETOY ST., 15452 PALEO PSYCHIKO, ATHENS, GREECE

 №39 საარჩევნო უბანი - საბერძნეთის რესპუბლიკა, ქ. ათენი - მის.: ტაიგეტუს ქ. 27, 15452 პალეოფსიხიკო, 27 / TAYGETOY ST., 15452 PALEO PSYCHIKO, ATHENS, GREECE

 №40 საარჩევნო უბანი - საბერძნეთის რესპუბლიკა, ქ. სალონიკი - მის.: თემისტოკლი სოფულის ქ. №3, 54646 / 3 Themistokli Sofouli str., 54646 Thessaloniki, Hellenic Republic

 №41 საარჩევნო უბანი - საბერძნეთის რესპუბლიკა, ქ. სალონიკი - მის.: თემისტოკლი სოფულის ქ. №3, 54646 / 3 Themistokli Sofouli str., 54646 Thessaloniki, Hellenic Republic

 №42 საარჩევნო უბანი - საფრანგეთის რესპუბლიკა, ქ. პარიზი - მის.: 8 რუ ბრემონწიე 75017 პარიზი / 8 Rue Bremontier, 75017 Paris, France

 №43 საარჩევნო უბანი - სლოვაკეთის რესპუბლიკა, ქ. ბრატისლავა - მის.: მიხალსკას ქ. 9, 811 01 ბრატისლავა / Michalská str. 9, 811 01 Bratislava I, Slovak Republic

 №44 საარჩევნო უბანი - სომხეთის რესპუბლიკა, ქ. ერევანი - მის.: ბაბაიანის ქ. 2/10, Babayan str. 2/10

 №45 საარჩევნო უბანი - უზბეკეთის რესპუბლიკა, ქ. ტაშკენტი 

       მის.: ქ. ტაშკენტი, იუნუსაბადის რაიონი, ფირდავსის ქ. №7; ინდექსი: 100084 / Tashkent, Yunusobod district, Firdavsi street №7, index: 100084

 №46 საარჩევნო უბანი - უკრაინა, ქ. კიევი - მის.: ქ. კიევი, ტარას შევჩენკოს ბულვარი №25, 01032 / 25, Taras Shevchenko Blvd, 01032 Kyiv, Ukraine

 №47 საარჩევნო უბანი - უკრაინა, ქ. კიევი - მის.: ქ. კიევი, ტარას შევჩენკოს ბულვარი №25, 01032 / 25, Taras Shevchenko Blvd, 01032 Kyiv, Ukraine

 №48 საარჩევნო უბანი - უკრაინა, ქ. ოდესა - მის.: მარიინსკის №4 / Mariinskaya str. 4, 65012

 №49 საარჩევნო უბანი - უნგრეთი, ქ. ბუდაპეშტი - მის.: H-1125, ვირანიოშის ქ. №6/ბ, H-1125, Viranyosstr. 6/B

 №50 საარჩევნო უბანი - ქუვეითის სახელმწიფო, ქ. ალ-ქუვეითი - მის.: ქუვეითი, სალვა, მე-12მ/რ. მე-12 ქუჩა, შენობა №5 / Kuwait, Salwa, Block12, Street12, Villa №5

 №51 საარჩევნო უბანი - ყაზახეთის რესპუბლიკა, ქ. ნურ-სულთანი

       მის.: ქ. ნურ-სულთანი, სარიარკას გამზირი 6, ბიზნეს ცენტრი „Arman” მე-10 სართული, ოფისი №1020;

       Republic of Kazakhstan, Nur-Sultan, Saryarka Avenue 6, Business Center “ARMAN”, 10th floor, Room 1020.

 №52 საარჩევნო უბანი - შვედეთის სამეფო, ქ. სტოკჰოლმი - მის.: ჰოლლენდარგატან 23, მე-2 სართული, 11160 სტოკჰოლმი / Holländargatan 23, 2 tr, 11160 Stockholm

№53 საარჩევნო უბანი - შვეიცარიის კონფედერაცია, ქ. ბერნი - მის.: სეფტიგენშტრასე 7, 3007 / Seftigenstrasse 7,3007, Swiss Confederation

 №54 საარჩევნო უბანი - ჩეხეთის რესპუბლიკა, ქ. პრაღა - მის.: მლინსკა 22/4, 160 00 პრაღა 6 / Mlýnská 22/4, 160 00 Praha 6

 №55 საარჩევნო უბანი - კატარის სახელმწიფო, ქ. დოჰა

       მის.: ვესტ ბეის რაიონი, ზონა 66, ქუჩა 835, ვილა 9, ქ. დოჰა, კატარის სახელმწიფო / West Bay area, Zone 66, Al Rum Ram Street no.835, villa no.9, P.O. Box 24118, Doha, State of Qatar

 №56 საარჩევნო უბანი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ქ. პეკინი

       მის.: ქ. პეკინი, ჩაოიანის რაიონი, სიაოიუნის ქუჩა №18, კინგსგარდენვილა D101 / Chaoyang District, Beijing, Xiao Yun Road 18, Kings Garden Villa, Block D101

 №57 საარჩევნო უბანი - ნორვეგიის სამეფო, ქ. ოსლო - მის.: პილესტრედეთ N15ბ, 0164, Pilestredet 15b, 0164

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები

 

*საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების მისამართები უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეგიძლიათ მოიძიოთ, ასევე, ელექტრონული რეესტრის მეშვეობით: https://www.geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace