პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ასოციაცია „ლაზი“ პარიზში გამართულ „მსოფლიო კულტურის დღეებზე“ წარსდგა


06.03.2020

მიმდინარე წლის 29 თებერვალს და 1 მარტს, საფრანგეთში არსებული ქართველთა კულტურის კერა ,,ლაზიპარიზის რეგიონში, ქალაქ გრეც-არმენვილიეში გამართულ ,,მსოფლიო კულტურის დღეებზე“ წარსდგა. ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა საქართველოს დესპანი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი.

ღონისძიების ფარგლებში, ქართველთა კულტურის კერა „ლაზის“ ორგანიზებით, მოეწყო ქართული ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების ორდღიანი გამოფენა და გაიმართა კონფერენციები სახელწოდებით „ოქროს საწმისი“ და „საქართველოს შესახებ“.

ფესტივალზე დამსწრე საზოგადოების წინაშე „ლაზის“ მოცეკვავეთა და მომღერალთა გუნდები, აგრეთვე, წარსდგნენ ქართული ტრადიციული ცეკვებითა და მუსიკალური ნომრებით.

აღსანიშნავია, რომ ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ საფრანგეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, უკვე 10 წელზე მეტია აქტიურ მონაწილეობას იღებს მსგავსი სახის ღონისძიებებში. ამასთან, იგი ეწევა საგანმანათლებლო და საქველმოქმედო სახის საქმიანობას. ასოციაციასთან ფუნქციონირებს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, გეოგრაფია. ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ 2009 წელს დაარსდა, ხელმძღვანელი გახლავთ ეკა ბოდოკია.