პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ათენის საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს


20.04.2022

ქართულმა დიასორულმა სკოლებმა 14 აპრილი, დედაენის დღე აღნიშნეს, მაშ შორისაა ათენის დავით გურამიშვილის სახელობის საკვირაო სკოლა.

ბერძნულ-ქართულ კულტურულ ასოციაციასთან არსებულმა, დავით გურამიშვილის სახელობის საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა და ასოციაციასთან არსებულმა ხელოვნების სტუდიამ, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.

სკოლის მოსწავლეების წარმოადგინეს ქართველი მწერლებისა და პოეტების ლექსები, ასევე, შეასრულეს ქართული სიმღერები და ცეკვები. 

ღონისძიების ფარგლებში, შეგროვდა სააღდგომო ტკბილეული უკრაინელი ბავშვებისთვის გასაგზავნად.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

https://bit.ly/3EKzlAe