პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით სამშობლოში კიდევ 114 თანამემამულე დაბრუნდა


11.06.2020

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე, საქართველოს სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესს. მიმდინარე წლის 3 ივნისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და ხელშეწყობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციით, სამშობლოში სახმელეთო გზით დაბრუნდა საქართველოს მოქალაქეთა კიდევ ერთი  - 114-კაციანი ჯგუფი.

აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობაში არიან არასრულწლოვანი, ხანდაზმული, ფეხმძიმე, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ასევე, საელჩოს მიერ დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფილი თანამოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის პანდემიის ფონზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში - სახელმწიფოს ხელშეწყობით  - ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 13 000-მდე მოქალაქე საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ხოლო საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ ადგილზე ქმედითი დახმარება გაეწია 22 000-ზე მეტ თანამოქალაქეს.

 

[COVID-19-ის გავრცელების ფონზე, საქართველოს სახელმწიფოს მიერ უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისადმი გაწეული დახმარებისა და მათი სამშობლოში დაბრუნების თაობაზე სტატისტიკური სახის ინფორმაცია იხილეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე: http://gov.ge/s/adcb7]