პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბარსელონაში საქართველოს საკონსულომ დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა


02.03.2020

მიმდინარე წლის 1 მარტს ქ. ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ფარგლებში მოეწყო დიასპორული ვებ-პორტალის - WWW.GDA.GE-ის პრეზენტაცია. საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებმა თანამემამულეებს გააცნეს პორტალის სტრუქტურა და მისი ამჟამინდელი შესაძლებლობები. დიასპორული ვებ-პორტალის სლოგანია - „ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს“, მიზანი კი გახლავთ ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე ქართული დიასპორის განვითარების ხელშეწყობა. პორტალი ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობით შეიქმნა.

შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო მოქალაქეობასთან და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს, განხილულ იქნა დიასპორისთვის აქტუალური სხვა მიმდინარე თემები და ერთობლივი სამომავლო ღონისძიებები.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა დაათვალიერეს ქალაქ ბარსელონაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, ნინა ვაჩნაძის ფერწერული ნამუშევრები.