პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბარსელონის ქართულ საკვირაო სკოლაში სასწავლო წლის დასრულება აღინიშნა


17.06.2019

17.06.2019

ა.წ. 17 ივნისს, ქ. ბარსელონაში, დიასპორული ორგანიზაცია - ქართული კულტურის ცენტრი - „EuroGeorgia – Barcelona’’-სთან არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში პირველი სასწავლო წლის დასრულება აღნიშნეს.

ღონისძიების ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მაია ონიანის ინიციატივით, საკვირაო სკოლის აღსაზრდელებისთვის გაიმართა კალიგრაფიის კონკურსი, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ღონისძიების დასასრულს, სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.