პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბერძნულ-ქართულ კულტურულ ასოციაციაში სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა


02.06.2019

02.06.2019

ა.წ. 2 ივნისს, ქ. ათენში, ბერძნულ-ქართულ კულტურულ ასოციაციაში, სასწავლო წლის დასრულების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.

პირველი კლასის მოსწავლეებმა დაასრულეს დედაენისა და ქართული ანბანის შესწავლა. ღონისძიებაზე სკოლის აღსაზრდელებმა წაიკითხეს ლექსები და წარმოადგინეს ინსცენირებები საბავშვო მოთხრობებიდან. მუსიკალურად ღონისძიება გააფორმეს სტუდია „ნერგებმა" და ასოციაციასთან არსებულმა ცეკვის ანსამბლმა.

ღონისძიების დასასრულს, ბერძნულ-ქართული ასოციაციის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელმა თამარ აფციაურმა მოსწავლეებს პირველი კლასის დასრულება მიულოცა და პატარებს სამახსოვრო ალბომი „ჩემი პირველი მასწავლებელი“ გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ათენში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.