პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჩანახატების კონკურსი ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის


28.11.2020

საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში აცხადებს საბავშვო ჩანახატების კონკურსს თემაზე - „ჩემი თვალით დანახული საქართველო!"

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავსტრიაში მცხოვრები ქართული დიასპორის უმცროსი ასაკის წარმომადგენლებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებს.

საუკეთესო ნახატების ავტორები დაჯილდოვდებიან სიგელებით, აგრეთვე, გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები, მათ შორის, 2021 წლის კალენდარი, რომელშიც განთავსებული იქნება მათივე ნამუშევრები.

საბავშვო ჩანახატების კონკურსის მიზანია, პანდემიით შექმნილი სირთულეების მიუხედავად, გაახალისოს ქართველი დიასპორელი ბავშვები და საშუალება მისცეს მათ, გამოხატონ სამშობლოსთან დაკავშირებული ემოციები.

საბავშვო ჩანახატების ელექტრონული ფორმით მიწოდება, ავტორის პერსონალური მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, შესაძლებელია 2020 წლის 11 დეკემბრამდე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]

 

[დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს: + 43 1 403 98 48 0]