პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჩინეთში საქართველოს საელჩომ დიასპორის წარმომადგენლებისთვის საშობაო მიღება გამართა


08.01.2021

 

2021 წლის 7 იანვარს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ ქართული დიასპორის წარმომადგენლების საპატივცემულოდ საშობაო მიღება გამართა.

ღონისძიების ფარგლებში, ჩინეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია თანამემამულეებს დიასპორის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრა და საელჩოს მიერ გასული წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა გააცნო. მათ შორის, ელჩმა დიასპორის წარმომამდგენლებს მიაწოდა ინფორმაცია გლობალური პანდემიის პირობებში ჩინეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის გაწეულ სხვადასხვა სახის დახმარებასთან დაკავშირებით.

მიღებაზე ხაზი გაესვა ქართულ დიასპორასა და საელჩოს შორის აქტიური კოორდინაციის მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, რომ დიასპორის საშობაო მიღება ტრადიციულ სახეს ატარებს და მას საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ყოველწლიურად მართავს.