პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

COVID-19-ის გავრცელების ფონზე, სახელმწიფომ სამშობლოში 12 720 თანამემამულე დააბრუნა


23.05.2020

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19)გავრცელების ფონზე, საქართველოს სახელმწიფომ სამშობლოში დააბრუნა უცხოეთში მყოფი 12 720 თანამემამულე, ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე ქმედითი დახმარება აღმოუჩინეს 21 190 თანამოქალაქეს.

უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნება განხორციელდა როგორც საჰაერო - 7 107 მოქალაქე, ასევე სახმელეთო - 5 223 და საზღვაო გზით - 390.

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით შესრულდა სულ 74 ავიარეისი, რომელსაც ახორციელებდა კომპანია „Georgian Airways” ბილეთის ფიქსირებული ტარიფით - 199 ევრო.

სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ავიარეისებით სამშობლოში დაბრუნდა:

აღსანიშნავია, რომ თანამოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად განხორციელდა ავიარეისები, აგრეთვე, მაღალი რისკის ქვეყნებიდან, კერძოდ, ჩინეთიდან - 2 ავიარეისი, რომლითაც საქართველოში დაბრუნდა 39 მოქალაქე და იტალიიდან - 4 ავიარეისი, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 518 თანამემამულე.

ამასთან, ტრანზიტული მგზავრები - 1 118 მოქალაქე დაბრუნებულ იქნა ტაილანდიდან, სუდანიდან, ინდონეზიიდან, კანადიდან, პერუდან, პანამიდან, ნიგერიიდან, ავსტრალიიდან, ისლანდიიდან, ინდოეთიდან და ახალი ზელანდიიდან; მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად შესრულებულ იქნა, ასევე, 17 ფრენა მინსკი-ერევნის მიმართულებით, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა 2 305 მგზავრი და უჰანი-ანკარა - უჰანი-ისტრი, რომლითაც საქართველოში დაბრუნდა 39 თანამოქალაქე.

სამშობლოში სახმელეთო გზით დაბრუნდა საქართველოს 5 223 მოქალაქე, კერძოდ, თურქეთიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და სოხმეთიდან, ხოლო საზღვაო გზით კი - 390 მოქალაქე.

პანდემიის პერიოდში უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე აღმოუჩინეს სხვადასხვა სახის დახმარება. კერძოდ, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს 21 190 მოქალაქე უზრუნველყოფილ იქნა ისეთი პირველადი საჭიროებებით, როგორიცაა: თავშესაფარი, საკვები-წყალი და პირველადი მოხმარების ნივთები, სამედიცინო დახმარების მიღებაში შუამდგომლობა, მედიკამენეტების მიწოდება, ფინანსური დახმარების აღმოჩენა, ქვეყნებსა და ქალაქებს შორის ტრანსპორტირების ორგანიზება, სამგზავრო ბილეთით უზრუნველყოფა, სამართლებრივი და ტექნიკური დახმარების აღმოჩენა, სხვადასხვა სახის კონსულტაციისა თუ შუამდგომლობის გაწევა, სადაზღვევო კონსულტაციით უზრუნველყოფა, ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები.

წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებიდან გამომდინარე, შესაბამისი დახმარების აღმოჩენისას პრიორიტეტი ენიჭებოდა შემდეგი კატეგორიის მოქალაქეებს: ონკოპაციენტები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, არასრულწლოვნები, 65 წელს გადაცილებული პირები, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირები, სტუდენტები და ტრანზიტული მგზავრები.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში დაბრუნებულ იქნა 794 სტუდენტი.

პანდემიის პერიოდში, საგარეო უწყების ჩართულობით, აგრეთვე, განხორციელდა ქვეყნისთვის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობისა და პროდუქციის მოპოვება, ტვირთების ტრანზიტის უზრუნველყოფა,  უცხოელ დიპლომატებსა და მოქალაქეებზე ზრუნვა, საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდ მადლობას უხდის უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროვესში ჩართულ ყველა პირს გაწეული საქმიანობისთვის.

 

საქართველოს სახელმწიფო მოქალაქეთა სამსახურში