პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

COVID-19 პანდემიის პირობებში საქართველოს მოქალაქეების რეპატრიაცია


26.02.2021

ერთი წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოში Covid-19 ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მალევე, 2020 წლის 11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ SARS-CoV-2 ვირუსის აფეთქება გლობალურ პანდემიად გამოაცხადა და მსოფლიო უხილავ მტერთან ბრძოლაში ჩაება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და გაეროს მიგრაციის სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (UN Agency - IOM), ევროკავშირის მხარდაჭერით, უპრეცედენტო კრიზისთან ბრძოლის ერთ წელს აფასებენ.

მოცემული ვიდეო აღწერს გლობალური პანდემიის ფონზე, ჩაკეტილი საზღვრებისა და შეზღუდული გადაადგილების პირობებში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებისა და სამშობლოში მათი ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გაწეულ ძალისხმევას.