პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოში დედაენის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა


28.04.2023

2023 წლის 25 აპრილს, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს დედაენის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური, კულტურული წრის წარმომადგენლები და დანიაში მცხოვრები ქართულლი დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ელჩმა ხაზი გაუსვა ქართული ენის განსაკუთრებულ როლს ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის განსაზღვრის კუთხით. ელჩმა ნატა მენაბდემ ისაუბრა 1978 წლის 14 აპრილის მნიშვნელობაზე, როდესაც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქართველი ხალხის უდიდესი პატრიოტული სულისკვეთების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსი შეუნარჩუნდა.

ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრის რანგში წარსდგა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, რომელმაც კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით ქართულ-დანიური ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა ყურადღება.