პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დედაენის დღე ინეგოლში


27.04.2019

27 აპრილს, ქ. ინეგოლის კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოებაში (ხელმძღვანელი ომერ ფარუქ დემირთაში) „დედაენის“ დღისადმი მიძღვნილი რიგით მე-5 კონფერენცია ჩატარდა. დამსწრეთა წინაშე სამეცნიერო-პოპულარული მოხსენებით წარსდგნენ ეთნოლოგი, პროფ. როზეტა გუჯეჯიანი და მწერალი და მთარგმნელი, ინეგოლის ქართული ენის შემსწავლელი კურსის მასწავლებელი აბდულლაჰ თათაროღლუ.  კურსის მოწაფეებმა წარმოადგინეს კომპოზიცია ნოდარ დუმბაძის წიგნიდან  "მე ვხედავ მზეს".