პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვალენსიაში


18.04.2022

12 აპრილს, ქ. ვალენსიას ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ასოციაციის ,,პატარა საქართველო ვალენსიაში"  ორგანიზებით დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე, ასოციაციასთან არსებული საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა ესპანელ მეგობრებს და მოწვეულ სტუმრებს გააცნეს უდიდესი ისტორიის მქონე ქართული დამწერლობა, მისი განვითარების საფეხურები, ქართული ენის მნიშვნელობა თითოელი ქართველისთვის და 1990 წლიდან რატომ აღინიშება 14 აპრილი დედაენის დღედ.

პატარება  თანამემამულეებმა შეასრულეს საქართველოს ჰიმნი, წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები: გიორგიო ლეინიძის  “დედაენა”, ავთანდილ გურგენიძის “აი ია”, ლილი ნუცუბიძის “დედაენა”, ხუტა ბერულავას “მე და ჩემი დედაენა”, გიორგი კაჭახიძის “საქართველო გიყვარდეს”, მუხრან მაჭავარიანის “ენა ქართული” და იოსებ ნონეშვილის “არის ასეთი ქვეყანა”.

ღონისძიება დასრულდა სიმღერით " თუ გინდა ისწავლო კითხვა".