დიასპორის ფორუმი - ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის


ყოველწლიური დიასპორის ფორუმი მიზნად ისახავს  უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას და მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.   ფორუმში მონაწილეობას იღებენ საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეები, საქართველოს მთავრობის, აკადემიური წრეების, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმის ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეებს ხვდებიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდბელო ხელისუფლების წარმომადგენლები,   ასევე იმართება  ვიწრო თემატური შეხვედრები განათლების, კულტურის, ბიზნეს კავშირების განვითარებისა და სახალხო დიპლომატიის მიმართულებით.  დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ საკუთარი ხედვები მათ მიერ შერჩეულ  პრიორიტეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით და შეხვედრის სხვა მონაწილეებს   პროფესიული გამოცდილება გაუზიარონ. აღსანიშნავია, რომ  თემატურ ჯგუფებში  გამოთქმული მოსაზრებები ასახვას ჰპოვებს  დიასპორასთან დაკავშირებით სამინისტროს განსახორციელებელ სამომავლო პროექტებსა და გეგმებში. ფორუმის ფარგლებში   სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიც ტარდება.

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროგრამის კურატორს შემდეგ მისამართზე: diaspora@mfa.gov.ge