პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორის სახელმწიფო პოლიტიკა 2019-2020 წლები


08.09.2019

ა.წ. 8 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამა, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ერთიანი, ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის განვითარების ხელშეწყობა.

აღნიშნული გულისხმობს დიასპორასთან ისეთი მდგრადი კავშირის განვითარებას, რომელიც თანამემამულეებისთვის სახელმწიფოს შესაძლებლობებზე ფართო წვდომას, საქართველოსთვის კი სახელმწიფო ინტერესების ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს.

2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების საერთო ინტერესების განხორციელებას, ეროვნული იდენტობისა დ კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანად წარმართვას, სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თანამემამულეთა ადგილსამყოფელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში დიასპორის ჩართულობას და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეულად დაბრუნების ხელშეწყობას.

2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამა ასევე ითვალისწინებს ლევილის მამულის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესის დაწყებას 2020 წლისთვის.

იხილეთ „სამთავრობო პროგრამა 2019-2020 წლები“