დიასპორის წარმომადგენლებისა და საქართველოს უცხოელი მეგობრების დაჯილდოება


დიასპორისა და საქართველოს უცხოელი მეგობრების საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების საჭიროება განპირობებულია დიასპორის წარმომადგენლებისა და უცხოელი მეგობრების მიერ ადგილმდებარე ქვეყნისა და საქართველოს მიმართ გაწეული ღვაწლის დაფასების აუცილებლობით, მათი შემდგომი საქმიანობის წახალისებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით.  პროგრამის მიზანია, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარება, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტის და მეცნიერების პოპულარიზაციაში.

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროგრამის კურატორს შემდეგ მისამართზე:  t.chkhaidze@mfa.gov.ge ან ekupatadzidu@mfa.gov.ge