პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის" პროგრამებში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება


16.09.2021

2021 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს საგარეო სამინისტროს პროგრამების ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძება ჩატარდება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით:

გამარჯვებულები გამოვლინდებია შემდეგ საგრანტო კონკურსებში:

აღსანიშნავია, რომ საკონკურსო კომისიამ „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, შემოსული 83 პროექტიდან გამოავლინა 22 გამარჯვებული, „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის ფარგლებში შემოსული 60 განაცხადიდან გამოავლინა 18 გამარჯვებული, ხოლო „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა დ სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში 40 განაცხადიდან -  22 გამარჯვებული.

დიასპორული პროგრამები მიზნად ისახავენ ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. პროგრამების გამარჯვებულები, მიმდინარე წლის განმავლობაში განახორციელებენ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში.