დიასპორული საინფორმაციო ბიულეტენი


დიასპორული საინფორმაციო ბიულეტენი დიასპორის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით, საელჩოებისა და დიასპორული ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, 2017 მაისიდან, დაიწყო ყოველთვიური დიასპორული ბიულეტენის გამოცემა. ბიულეტენი მოიცავს საზღვარგარეთ მოქმედ დიასპორული ორგანიზაციების და საზღვარგარეთ მოღვაწე თანამემამულეების ორგანიზებით, ან მათი მხარდაჭერით განხორციელებული ღონისძიებების, აქტივობებისა და მიღწევების შესახებ საინფორმაციო მასალას. ბიულეტენი იგზავნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის და საზღვარგარეთ მოქმედ ყველა დიასპორული ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართებზე.

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროგრამის კურატორს შემდეგ მისამართზე: tkobakhidze@mfa.gov.ge