პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში მოღვაწე ქართველ მედიკოსებს შეხვდა


26.09.2020

ავსტრიაში მყოფ ქართულ დიასპორასთნ გაცნობითი სახის შეხვედრების ფარგლებში, მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა ავსტრიაში მედიცინის სფეროში მოღვაწე თანამემამულეებთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა Covid-19-ის გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები და ამ მხრივ ავსტრიაში არსებული ვითარება. ქართველმა მედიკოსებმა საქართველოს ელჩს გაუზიარეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკუთარი გამოცდილება და ამასთან, მათ მაღალ დონეზე შეაფასეს საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ის პრევენციული ზომები, რომელიც ვირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით იყო მიმართული.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო, აგრეთვე, საელჩოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ავსტრიის რესპუბლიკასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებს და მათში ქართული დიასპორის წარმომადგენელთა ჩართულობის მნიშვნელობას.

 

[აღნიშნული შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსის (Covid-19)პანდემიასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციებისა და უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით გაიმართა.]