პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ვენაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა


11.10.2020

მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, ავსტრიაში ქართული სათვისტომოსა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა ელჩის ქეთევან ციხელაშვილის გაცნობითი სახის შეხვედრა ვენაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა დიასპორის წარმომადგენლებს საელჩოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ხაზი გაესვა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობას.

ელჩმა დიასპორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული პროგრამების შესახებ და მოუწოდა მათ, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამებში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, აგრეთვე, ქვეყანაში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ამ კუთხით შექმნილ სირთულეებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის დროსაც დამსწრე თანამემამულეებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ ელჩისგან მიეღოთ პასუხები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.

 

[ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ავსტრიაში ახალ კორონავირუსთან (Covid-19) დაკავშირებით არსებული რეგულაციებისა და უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით წარიმართა.]