პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩი ლევან იზორია ქ. ჰანოვერში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა


13.07.2020

მიმდინარე წლის 10 ივლისს, ქ. ჰანოვერში საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართულ-გერმანული ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს წარმატებები ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ქ. ჰანოვერში მცხოვრები თანამემამულეები, ასევე ქ. ბილეფელდის გერმანულ-ქართული საზოგადოების წარმომადგენლები, თანამემამულეები ქ. ვოლფსბურგიდან და ქ. ესენიდან.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, ევროკავშირთან მიღწეული პოლიტიკური წარმატება, საქართველოს წარმატებული მაგალითი მსოფლიო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასთან მიმართებაში, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი და ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები.

შეხვედრაზე, რომელიც დიალოგის ფორმატში მიმდინარეობდა, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა დაესვა მათთვის საინტერესო კითხვები. საქართველოს ელჩმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, აგრეთვე, გააცნო თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

აღნიშნულ შეხვედრას ორგანიზება გაუწია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მცხოვრებმა თანამემამულე მაკა გეგეჭკორი-კუნცემ.