პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩი ლევან იზორია შტუტგარტში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა


06.10.2020

 

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ქალაქ შტუტგარტში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა თანამემამულეებთან.

შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საუბარი შეეხო გერმანიაში მყოფი ქართული დიასპორისთვის აქტუალურ თემებს, მათ შორის, პრობლემურ საკითხებს, აღინიშნა თანამშრომლობის გაძლიერებისა და მსგავსი ფორმატით შეხვედრების გაგრძელების აუცილებლობა, აგრეთვე, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე დამსწრეთათვის ქალაქ შტუტგარტში მცხოვრებმა ახალგაზრდა თანამემამულეებმა - ანა მეიფარიანმა და ლიზი ნამჩევაძემ შეასრულეს სპეციალური მუსიკალური ნომერი.

ამასთან, ქ. შტუტგარტში ვიზიტის ფარგლებში, 3 ოქტომბერს, საქარათველოს ელჩი ლევან იზორია დაესწრო წმინდა ილია მართლის სახელობის სამრევლოს წირვას. წირვის დასრულების შემდეგ, ელჩმა სიტყვით მიმართა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და პირადად გაესაუბრა მათ.