პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩი თეიმურაზ კეკელიძე დიასპორის საკითხებში კვიპროსის პრეზიდენტის კომისარ ფოტის ფოტიუს შეხვდა


20.02.2021

 

 

მიმდინარე წლის 16 თებერვალს გაიმართა შეხვედრა კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ თეიმურაზ კეკელიძესა და ჰუმანიტარული და დიასპორის საკითხებში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის კომისარ ფოტის ფოტიუს შორის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დიასპორის საკითხებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხი და ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა.

შეხვედრის ფარგლებში კომისარმა ფოტის ფოტიუმ ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საზღვარგარეთ კვიპროსის დიასპორის აქტივობებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის თაობაზე.

საქართველოს ელჩმა თეიმურაზ კეკელიძემ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა დიასპორის საკითხებში პრეზიდენტის კომისარს კვიპროსის რესპუბლიკაში ქართული საკვირაო სკოლების გახსნის საკითხში გაწეული დახმარებისთვის.