პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩმა რევაზ ლომინაძემ ბერნის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა


04.09.2020

მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს ელჩმა რევაზ ლომინაძემ და საელჩოს მრჩეველმა ქეთევან ესიაშვილმაშ შეხვედრა გამართეს ქალაქ ბერნში მცხოვრებ თანამემამულეებთან.

ახლად დანიშნულ ელჩსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შორის გაცნობითი სახის შეხვედრაზე განხილულ იქნა აქტუალური დიასპორული საკითხები და პრობლემები; გამოიკვეთა საელჩოსა და დიასპორას შორის სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები ისეთ საკითხებში, როგორიცაა ქ. ბერნში ქართული საკვირაო სკოლის ჩამოყალიბება, ქ. ბერნის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში ქართული კუთხის შექმნა და ქ. ბერნის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ქართული ენის კურსების ფუნქციონირების ხელშეწყობა/განვითარება.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საელჩოსა და ქ. ბერნში მცხორები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ერთობლივად და კოორდინირებულად გააგრძელებენ მუშაობას დასახული ამოცანების რეალიზებისათვის.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საელჩოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა კანტონში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობების განვითარება და მათი საჭიროებებიდან/ინიციატივებიდან გამომდინარე, დიასპორის წარმომადგენელთა მაქსიმალური მხარდაჭერა და ხელშეწყობა.