პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩმა სალომე შაფაქიძემ ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა


20.04.2023

2023 წლის 18 აპრილს საქართველოს ელჩმა, სალომე შაფაქიძემ საქართველოს საელჩოში ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტებს უმასპინძლა.

მხარეებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე განიხილეს საქართველო ლიეტუვას შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და მათი გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე; ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე; უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე და იქ ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.