პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ელჩმა ზურაბ ერისთავმა მექსიკაში მცხოვრებ თანამემამულეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა


15.07.2020

მიმდინარე წლის 13 ივლისს, მექსიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა ელჩის ზურაბ ერისთავის ონლაინ შეხვედრა მექსიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ თანამემამულეებთან.

ონლაინ შეხვედრაზე ელჩმა ზურაბ ერისთავმა ქართული დიასპორის წევრებს გააცნო პანდემიით გამოწვეული ზოგადი ვითარება საქართველოში და წარუდგინა საელჩოს კონკრეტული ინიციატივები, რომელთა განხორციელება ნაწილობრივ შეაფერხა მძიმე სანიტარულმა მდგომარეობამ მეხიკოსა და რიგ შტატებში.

ონლაინ შეხვედრის ფარგლებში, საელჩოს მრჩეველმა თამარ გამილაღდიშვილმა კი თანამემამულეებს გააცნო საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი ახალი რეგულაციები და უპასუხა მათ შეკითხვებს, რომელთა დიდი ნაწილი ეხებოდა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტების გადადებას COVID-19-ის ზოგადი პროტოკოლით განსაზღვრული ვითარების გამო.

თავის მხრივ, ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მექსიკაში პანდემიით გამოწვეული პრობლემების შესახებ, დიასპორულ პროექტებსა და ღონისძიებებზე სხვადასხვა მიმართულებით და იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს პერიოდში, საელჩოსა და ელჩის მხარდაჭერით, მიეცემათ მათი განხორციელების საშუალება.

საქართველოს ელჩმა თანამემამულეებს, სამომავლოდ, აღნიშნული ფორმატით რეგულარული შეხვედრების ჩატარება შესთავაზა.