პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროკავშირმა საქართველო COVID-19-სგან​ უსაფრთხო ქვეყნებს შორის უკვე მესამედ დაასახელა


31.07.2020

ევროკავშირმა საქართველო COVID-19-სგან​ უსაფრთხო ქვეყნებს შორის უკვე მესამედ დაასახელა. საქართველო ისევ უსაფრთხო ქვეყანაა, რადგან:

- საქართველოს მიერ გატარებული ღონისძიებები ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გასაკონტროლებლად იყო დროული;

- ევროპის არც ერთ ქვეყანას არ გაუცია ნეგატიური რეკომენდაცია პანდემიის პირობებში საქართველოსთან მიმართებაში;

- საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ევროპის საშუალო მაჩვენებელთან მიმართებაში, არის იგივე ან უკეთესი - შემთხვევების საერთო რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე არ აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს;

- ქვეყანამ უზრუნველყო მოქალაქეების სოციალური დისტანციის დაცვა და გადადგა ქმედითი ნაბიჯები პანდემიის პირობებში მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;

- საქართველოს აეროპორტები, სადაც აღდგება ფრენები, აკმაყოფილებენ ICAO სტანდარტებს, რომელიც წარმოადგენს გაეროს (UN) მიერ განსაზღვრულ საჰაერო ტრანსპორტის დაგეგმვისა და განვითარებას და ასევე, უსაფრთხო მოგზაურობის საერთაშორისო სტანდარტებს;

- ის აეროპორტები, რომლებიც მიიღებენ/გაამგზავრებენ მოგზაურებს, არის ევროპის უსაფრთხო ავიაციის (European Union Aviation Safety EASA) სიაში, რომელიც მსოფლიო პანდემიის დროს, სხვა მანამდე არსებულ რეგულაციებთან ერთად, ითვალისწინებს უსაფრთხოების იმ სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრულია COVID-19-ის გადაცემის რისკის შემცირების მიზნით.