პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ფილადელფიაში ქართული კულტურის ცენტრმა საახალწლო კონცერტი გამართა


16.01.2020

მიმდინარე წლის 12 იანვარს, ქ. ფილადელფიაში, წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, დიასპორის წარმომადგენლებისთვის  მოეწყო საახალწლო კონცერტი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრის აღსაზრდელებმა.

საღამოს ფარგლებში, წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრის მოსწავლეები მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ქართული პოეზიით, ეროვნული საცეკვაო და მუსიკალური ნომრებით. საკონცერტო პროგრამამ, რომელსაც ანა ჯანგველაძე და დიტო სახოკია უძღვებოდნენ, დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიების დასასრულს, თანამემამულემ - დიანა ბაგრატიონმა კონცერტის მონაწილე ბავშვებს საჩუქრები გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მათი ამერიკელი მეგობრები, ასევე, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული დიანა ჟღენტი და ვიცე კონსული ეკატერინე ნინუა.  

„წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის ქართული კულტურის ცენტრი პენსილვანიაში“ / „Saint Hieromartyr Grigol Peradze Georgian Cultural Center in Pennsylvania“ მეუფე საბას (ინწკირველი) ინიციატივით დაარსდა ფილადელფიაში არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. ცენტრთან ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული ანსამბლი „ალილუია“, სალომე ბიბინეიშვილისა და ლაშა მუჯირის ხელმძღვანელობით, ტრადიციული სიმღერისა და გალობის სტუდია, რომელსაც მაია შიოშვილი და დავით ჭკუასელი უძღვებიან და ქართული საკვირაო სკოლა, რომლის პედაგოგები გახლავთ თეა ქუთათელაძე და ნინო ბუკია.