პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და თურქეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა


03.12.2020

ფონდის - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და დიასპორული ორგანიზაცია „ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის“ პრეზიდენტმა, თიკა სვანიძე-ვენკომ და ფონდის წარმომადგენლებმა ვირტუალურ ფორმატში შეხვედრა გამართეს თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული დიასპორული ასოციაციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, აგრეთვე, თურქეთის რესპუბლიკაში მოღვაწე ქართველმა პროფესორებმა და ხელოვნების დარგის წარმომადგენლებმა.  

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა დიასპორული ასოციაციების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები თურქეთში ქართული კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების პოპულარიზაციის სფეროში.

ფონდის - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტმა, თიკა სვანიძე-ვენკომ დიასპორული ასოციაციების ხელმძღვანელებს წარუდგინა ინიციატივა, სამომავლოდ, თურქეთის რესპუბლიკაში ფონდის წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, ქართული ენის შენარჩუნების საკითხს და დაისახა მხარეებს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

თურქეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლიან შეხვედრა ფონდის - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ ინიციატივით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო თურქეთის რესპუბლიკის მასშტაბით მოქმედმა 30-მდე ქართულმა ასოციაციამ. შეხვედრას ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი, თამარ თევდორაძე.