პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გაერო - IOM გიწვევთ პირველ გლობალურ ონლაინ დიასპორულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად


17.04.2020

COVID-19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეული გლობალური კრიზისი დღეს მსოფლიო მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეხება. მოცემულ უპრეცედენტო კრიზისთან გამკლავება საჭიროებს კოორდინაციისა და თანამშრომლობის ახალ დონეებს. მსოფლიო მასშტაბით დიასპორების გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების ურთიერთგაზიარება კი ხელს შეუწყობს პანდემიის დაძლევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, iDiaspora და გაეროს სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM - UN Migration Agency) გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად პირველ გლობალურ ონლაინ დიასპორულ ფორუმში, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 22 აპრილს, 16:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

გლობალური ონლაინ დიასპორული ფორუმის მიზანია, ერთი მხრივ, ახალი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების პროცესში დიასპორების ჩართულობის ხელშეწყობა - მათი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების ურთიერთგაზიარებით, ხოლო მეორე მხრივ კი, ყურადღების გამახვილება იმ მნიშვნელოვან დიასპორულ საქმიანობაზე, დიასპორულ წვლილზე, რომელიც სხვადასხვა დიასპორულ ჯგუფებს უკვე შეაქვთ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების პროცესში.

ონლაინ გლობალური დიასპორული ფორუმის ფარგლებში, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, როგორც iDiaspora-ს პლატფორმის, ისე „Virtual Exchange Event“-ის მეშვეობით, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ, რა ფორმით არიან ისინი ჩართულები პანდემიის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარების პროცესში მსოფლიოს ამა თუ იმ ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ ფორუმში მონაწილე დიასპორელთა მიერ გაჟღერებული მოსაზრებები, კრიზისის მოგვარების მათეული ხედვები შემდგომში ასახვას ჰპოვებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) დოკუმენტში, რომელიც გადაეცემა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს კრიზისთან გამკლავების მიზნით.

ფორუმში მონაწილეობის მისაღებად იხილეთ სარეგისტრაციო ბმული: https://idiaspora.org/node/3437/successful-interventions-response-covid-19

გლობალური ონლაინ დიასპორული ფორუმის პროგრამა, 22 აპრილი 2020