პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის შეხვედრა ბრიტანული კომპანია "Centigen Soft UK"-ის დამფუძნებელ ბერდია ყამარაულთან


20.02.2021

 

19 თებერვალს დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ქართული დიასპორის წარმომადგენელთან, ბრიტანული კომპანია "Centigen Soft UK"-ის დამფუძნებელ ბერდია ყამარაულთან.

ქართული დიასპორის წარმომადგენლის მიერ დაარსებული აღნიშნული ბრიტანული კომპანია 2020 წლის დეკემბრის ბოლოს ქართული კომპანია "Apollo 11"-ის მთავარი აქციონერი გახდა, რაც ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია, როდესაც ქართული ინტელექტუალური რესურსით შექმნილ კომპანიაში ბრიტანული ინვესტიცია განხორციელდა. 

შეხვედრაზე საქართველოს ელჩი მიესალმა ქართულ-ბრიტანულ კომპანიებს შორის ჩამოყალიბებულ თანამშრომლობას და ხაზი გაუსვა, რომ ეს პარტნიორობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული IT სფეროს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ქართული IT და პროგრამული სერვისების ექსპორტს როგორც ბრიტანულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.