პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა თანამემამულეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა


30.04.2020

 

დღეს, 30 აპრილს, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა სოფიო ქაცარავამ პირველი, გაცნობითი ხასიათის ონლაინ შეხვედრა გამართა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

დისკუსიის ძირითადი თემა იყო მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე, საქართველოს საელჩოს საქმიანობა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობა.

ონლაინ შეხვედრის ფარგლებში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე,  საელჩოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა საქართველოს მოქალაქეების დახმარებაა.

ამ დრომდე, საქართველოს საელჩომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სხვადასხვა სახის დახმარება გაუწია 200-მდე თანამემამულეს.