პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გამოცხადდა კალიგრაფიის კონკურსი: “ვაჟას პოეზია ჩემი კალიფრაფიით”


02.11.2021

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფონდ “დიასპორების ალიანსთან” თანამშრომლობით, კალიგრაფიის მოყვარულებისთვის აცხადებს კონკურსს “ვაჟას პოეზია ჩემი კალიგრაფიით”.

კალიგრაფიულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დიასპორული ონლაინსკოლის მოსწავლეებსა და ემიგრანტებს.

საკონკურსი ნამუშევრები მიიღება 1-დან 15 ნოემბრის ჩათვლით.

ნამუშევრების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე:

[email protected] 

კონკურსში გამარჯვებულების გამოვნენა და მათი ნამუშევრების გამოფენა იგეგმება 22 ნოემბერს, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში.

დამატებიტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ მიმართოთ “დიასპორების ალიანსს”.