პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი თანამემამულეების დასახმარებლად სამშობლოში დაბრუნდა


18.04.2020

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი მარიამ ჭყონია სამშობლოში დაბრუნდა, რათა ახალი კორონავირუსის (COVID-19) ეპიდემიის ფონზე კოლეგებსა და თანამემამულეებს საქართველოში დაეხმაროს.

ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსულის ლევან დიასამიძის განცხადებით, არსებულ ვითარებაში ქართველი ექიმის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება ერისთვის საამაყო და სანიმუშოა.

„ამ ადამიანს მთელი საქართველო უნდა იცნობდეს – მარიამ ჭყონია!!! კიდევ ერთი მიზეზი, რომ ამაყი ვიყოთ ქართველი ერით!! კიდევ ერთი ახსნა, თუ როგორ ახერხებს მცირერიცხოვანი ქართველი ერი ათასწლეულების გამოწვევებს გაუძლოს! მეგობრებო, ლიუბეკის ინფექციური სნეულებებისა და მიკრობიოლოგიის განყოფილების ექიმი მარიამ ჭყონია, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დაბრუნდა გერმანიიდან საქართველოში, რომ დაეხმაროს ქართველ კოლეგებს და საქართველოს მოსახელეობას!“ - აღნიშნა საქართველოს გენერალურმა კონსულმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართავაში.