პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გრძელდება „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ კონკურსში განაცხადების მიღება


08.06.2020

2020 წლის 20 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით, სახელმწიფო პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის. პროექტი წარმოადგენს COVID-19 პანდემიის პერიოდში ადგილსამყოფელ ქვეყნებში ჩვენი თანამემამულეებისთვის ქმედითი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ეტაპს.

პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით, დაფინანსდება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ წარდგენილი  ის პროექტები, რომლებიც კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის შემდგომ პერიოდში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებასა და აგრეთვე, მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული.

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.

პროექტების განხორციელების ვადა განისაზღვრება მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ 2020 წლის 31 დეკემბრამდე ცხოვრების უფლება. საგრანტო განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2020 წლის 20 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: [email protected].  

იხილეთ დეტალური ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტებისა და კონკურსის პირობების შესახებ:

სახელმწიფო საგრანტო პროგრამას - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს.

 

                                                                                                           

 

საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის  დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს: ტელ.: (+995 32) 2945000 (შიდა - 3108), მობ.: +995 551 080 060.