პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„გზამკვლევი საბერძნეთში მყოფი ქართველებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა


13.04.2023

2023 წლის 5 აპრილს საქართველოს საელჩოში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტის ''გზამკვლევი საბერძნეთში მყოფი ქართველებისთვის'' პრეზენტაცია.

გზამკვლევში მოკლედ არის წარმოდგენილი საბერძნეთში ჩამოსული ქართველებისათვის აქტუალური საკითხები - ძირითადი უფლებები, ვალდებულებები, პროცედურები, მნიშვნელოვანი კონტაქტები, ონლაინ სერვისები და სხვა - ანუ ყოველივე ის, რისი ცოდნაც გაადვილებს ქართველების ცხოვრდბას და მუშაობას საბერძნეთის რესპუბლიკის ტეორიტორაზე.

პრეზენტაციას უძღვებოდნენ საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დეა მუმლაძე და კონსულის მოვალეობის შემსრულებელი კარლო ჩხაიძე.

პროექტის ავტორმა, ადვოკატმა, რევაზ კიკნაძემ, ყურადღება გაამახვილა გზამკვლევის ძირითად შინაარსობრივ მიმართულებებსა და დანიშნულებაზე. ისაუბრა აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ქართველი ემიგრანტებისთვის საბერძნეთში.

შეხვედრის მეორე ნაწილში ათენში მოღვაწე ქართველმა იურისტებმა მარა ხიმსიადუმ, დავით დიმიტრიადისმა და პროექტის ავტორმა, რევაზ კიკნაძემ, ისაუბრეს 2024 წლის იანვრიდან ბერძნულ საემიგრაციო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებზე და უპასუხეს ამ კუთხით სტუმრების მიერ დასმულ შეკითხვებს.

საქართველოს საელჩო მადლობას უხდის პროექტის ავტორს, რევაზ კიკნაძეს და პროექტის მენეჯერს, მერი გაბაშვილს პროექტის განხორციელებასა და ინფორმატიული პრეზენტაციისთვის, ასევე, ღონისძიებაში მონაწილე ქართველ ადვოკატებს - მარა ხიმსიადუს და დავით დიმიტრიადისს, IOM-ის წარმომადგენელს - ხრისტინა პავლიდის და დამსწრე საზოგადოებას საინტერესო დისკუსიისთვის.