პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ილია დარჩიაშვილის სააღდგომო მილოცვა


15.04.2023

ძვირფასო თანამემამულეებო,

გილოცავთ მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის ყველაზე დიდ დღეს, მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, სიხარულისა და იმედის მომტან დღეს!

ვისურვებდი ყოველი თქვენგანისათვის და თქვენი ოჯახებისათვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მოეტანოს ჯანმრთელობა, სულიერი სიძლიერე, უკეთესი მომავლის რწმენა. დაე ყოველ თქვენს კეთილ აზრსა და საქმეს მოჰყოლოდეს გამარჯვება და წარმატებები!“ - ილია დარჩიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი.