პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"იმერეთის აგრო ზონა" იწყებს წინადადებების მიღებას სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტის ფარგლებში


17.11.2021

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, “იმერეთის აგრო ზონა” აცხადებს წინადადებების მიღებას სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტის ფარგლებში.

“იმერეთის აგრო ზონა” იძლევა შესაძლებლობა, განახორციელოთ ინვესტიცია, სრული  ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ 220 ჰექტარ ფართობზე, რომელიც საქართველოს დასავლეთ ნაწილში, იმერეთის რეგიონში მდებარეობს.

“იმერეთის აგრო ზონის” 220 ჰა ტერიტორია დაყოფილია ორ ნაკვეთად: 159ჰა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - დაბალი, საშუალო და მაღალი ტექნოლოგიის სათბურებით და 61 ჰა ბაღდათის მუნიციპალიტეტში - საშუალო და მაღალი ტექნოლოგიის სათბურებით. ნაკვეთები ახლოსაა ცენტრალურ მაგისტრალთან, რკინიგზასთან, საერთაშორისო აეროპორტთან, საზღვაო პორტებთან და  გააჩნია წვდომა რეგიონალურ ბაზრებთან.

იმერეთის აგრო ზონა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს განახორციელონ ინვესტიცია სხვადასხვა ტექნოლოგიის სათბურებში. პირველი ფაზის ფარგლებში უკვე დადგენილია სხვადასხვა ტექნოლოგიის სათბურებისთვის მიწის ნაკვეთების ფართობები: წყალტუბოს ტერიტორიაზე პირველ ფაზაში გასაყიდი ნაკვეთების საერთო ფართობია 32ჰა.

მეორე და მესამე ფაზებისთვის, რომელიც  2024-2026 წლებში განხორციელდება, სასათბურე მეურნეობისთვის მიწის ნაკვეთების საერთო ფართობი შეადგენს 135ჰა-ს. პროექტის მეორე ფაზაში, 47ჰა გამოყოფილია მაღალი და საშუალო ტექნოლოგიის სათბურებისთვის, ხოლო მესამე ფაზაში დაახლოებით 78ჰა.

ინვესტორებს, საკუთარ სასათბურე მეურნეობაში, შესაძლებლობა ექნებათ მოიყვანონ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, როგორიცაა: ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა, ყვავილები და სხვა.

პროექტის კონცეფციის თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან სერვისის მიწოდება განხორციელდება „ერთი-ფანჯრის“ პრინციპით. “იმერეთის აგრო ზონის” სასათბურე კლასტერის მოიჯარეებს და ფერმერებს იმერეთის რეგიონის სოფლებიდან ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სხვადასხვა სახელმწიფო სერვისები: 

ასევე, პოტენციურ ინვესტორებს ექნებათ წვდომა კერძო კომპანიების  სერვისებზე, მათ შორის: 

პროექტში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება შესაძლებელის 2021 წლის 1 ნოემბრიდან.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდი Rfp-ის სექტორულ ბრიფინგზე და გაიგონ მეტი იმერეთში სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარეობის პროექტის მიმდინარეობის შესახებ. 

აღნიშნული ღონისძიება გაიმართევა 25 ნოემბერს, თბილისის დროით 14 საათზე, ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით.

ღონისძიებაზე დასასწრებად, გაიარეთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე:

https://zoom.us/meeting/register/tJwuf-ihqjwiHtR4fRlOz7txl3BhOMdrayVa

ვრცლად ინფორმაციას შეგიძიათ გაეცნოთ:

ქართულად(GEO)

ინგლისურად(ENG)

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ “იმერეთის აგრო ზონის” ვებ გვერდს:

https://www.iaz.ge/request-for-proposal