პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფორმაცია COVID-19-თან დაკავშირებით, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში ლეგალურად ყოფნის ვადების გახანგრძლივების შესახებ


01.07.2020

იხილეთ დეტალური ინფორმაცია COVID-19-თან დაკავშირებით, კანონიერად ყოფნის ვადების გახანგრძლივების პრაქტიკის შესახებ ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნების ეროვნულ დონეზე. აქვე, შეგიძლიათ გაეცნოთ ინფორმაციას შესაბამისი ქვეყნის ეროვნულ დონეზე სავიზო საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი უწყებების თაობაზე.

 

#

ქვეყანა

კატეგორია

რეგულაცია/პირობა

შენიშვნა

 

ავსტრია

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

თუკი ვერ ხერხდება ვიზის გაცემა ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც გადააცილეს კანონიერად ყოფნის ვადას (2020 წლის 16 მარტიდან, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში, 1 მარტიდან ვიდრე შესაძლებელი გახდება ქვეყნის დატოვება) არ დაუწესდებათ სანქცია. არ გაიცემა რაიმე სახის დამადასტურებელი საბუთი

 
 

ბელგია

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

საიმიგრაციო ოფისის ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნაში კანონიერად ყოფნის ვადა გაუგრძელდათ 2020 წლის 15 ივლისამდე (შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით)

 
 

ბულგარეთი

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

ბულგარეთის ტერიტორიაზე უვიზოდ შესულ მოქალაქეებს კანონიერად ყოფნის ვადა შესაძლოა გაუგრძელდეთ მხოლოდ ერთხელ, ჰუმანიტარული ან სხვა განსაკუთრებული გარემოების გათვალისწინებით, საიმიგრაციო სამსახურის მიერ. განაცხადის წარდგენა ხდება ადგილზე გამოცხადებით

 
 

შვეიცარია

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

მესამე ქვეყნის მოქალაქეებს  ქვეყნის ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადა გაუგრძელდათ  2020 წლის 20 ივნისამდე. დამადასტურებელი საბუთის მისაღებად, მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ საიმიგრაციო სამსახურის შესაბამის რეგიონულ ოფისს

 
 

კვიპროსი

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც უვიზოდ იმყოფებიან კვიპროსში პანდემიის გამო ფრენების აკრძალვის დროიდან, ქვეყანაში კანონიერად ყოფნის უფლება ეძლევათ არსებული შეზღუდვების მოხსნამდე. არ გაიცემა რაიმე სახის დამადასტურებელი დოკუმენტი

 
 

ჩეხეთი

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

ქვეყანაში კანონიერად ყოფნის უფლება აქვთ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს 2020 წლის 17 ივლისამდე (საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან + 60 დღე), რაც დასტურდება გამგზავრების დროს პასპორტში ბეჭდით. 90 დღეზე მეტის გაგრძელება ქვეყნის ტერიტორიაზე ვერ ხერხდება

 
 

დანია

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

ეროვნული პოლიციის წერილობითი დასტურის საფუძველზე, კანონიერად ყოფნის ვადა მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოიცავს პერიოდს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან + 60 დღე

 
 

გერმანია

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა/ბინადრობა)

 

initial visa-free residence

მესამე ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც გერმანიაში იმყოფებიან უვიზო რეჟიმის ფარგლებში, კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე უნდა მიმართონ შესაბამის სამსახურს, საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, ვადის გაგრძელების მიზნით (შესაძლებელია მეილის საშუალებითაც). არაფორმალური თანხმობის მიღების შემდეგ, გადაცილებული პერიოდი ჩაითვლება ლეგალურად

 
 

ესტონეთი

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

 

 

მითითებულ პერიოდში ესტონეთის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება ლეგალურად

 

პერიოდი - 2020 წლის 1 მარტიდან 27 მაისამდე (საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან + 10 დღე)

 
 

საბერძნეთი

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

 

 

თუ მესამე ქვეყნის მოქალაქე, საზღვრის კვეთისას, წარადგენს ფორსმაჟორის დამადასტურებელ დოკუმენტს, მას არ დაეკისრება ჯარიმა ან შეზღუდვა ქვეყანაში ხელმეორედ შესვლაზე.

 

ქვეყნის ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მიმართონ პოლიციას ვადის მომდევნო 90 დღით გაგრძელების მიზნით.

 

პერიოდი - საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან + 30 დღე

 
 

ესპანეთი

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ამოწურვის ვადა ავტომატურად გრძელდება კიდევ 90 დღით

 
 

ფინეთი

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

ქვეყნის ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის გადაცილება მოქალაქეებს ჩაეთვლებათ საპატიოდ თუ ეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა

 
 

საფრანგეთი

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

გაიცემა ,,ყოფნის დროებითი ნებართვა“  (Provisional authorisation of stay) 3 თვის მოქმედების ვადით. ნებართვის მიღება შესაძლებელია ასევე არამატერიალური სახით

 
 

უნგრეთი

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

მიმართვის შემთხვევაში, გაიცემა დროებით ცხოვრების ნებართვა

 
 

ხორვატია

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

პოლიციის შესაბამისი სამსახურის ინფორმირების (მეილი/ტელეფონი) შემდეგ, გაიცემა არაფორმალური დასტური პირადი მონაცემების მიღების შესახებ

 
 

ისლანდია

 

2020 წლის 20 მარტამდე, ისლანდიის ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი მოქალაქეებისთვის ვადის გადაცილება არ ჩაითვლება დარღვევად. იმიგრაციის დირექტორატის დამადასტურებელი წერილის მიღება შესაძლებელია მიმართვის შემთხვევაში

 
 

იტალია

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

 

 

სპეციალური საკანონმდებლო აქტის საფუძველზე, 2020 წლის 31 იანვრიდან 31 ივლისამდე პერიოდში,  იტალიის ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ ავტომატურად გახანგრძლივდა რა 31 აგვისტომდე

Absence of additional formalities under

national law

 

ლიხტენშტეინი

 

არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით, ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადის დარღვევები ჩაითვლება საპატიოდ

 
 

ლიეტუვა

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

 

კანონიერად ყოფნის ვადა, რომელიც კარანტინის პერიოდში (2020 წლის 16 მარტიდან 31 მაისამდე + გარკვეული პერიოდი) ამოიწურა, ავტომატურად გახანგრძლივდა და გადაცილება არ ჩაითვლება დარღვევად

 https://bit.ly/2AsGit1

 

ლუქსემბურგი

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

კანონიერად ყოფნის ვადის დარღვევა 2020 წლი 1 მარტიდან კრიზისული მდგომარეობის დასრულებამდე, ჩაითვლება საპატიოდ

https://bit.ly/2XW1MaF

 

ლატვია

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადის დარღვევა 2020 წლის 12 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის დასრულებას + 30 დღე პერიოდში, ჩაითვლება საპატიოდ

 
 

მალტა

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

ცენტრალური სავიზო სამსახურისთვის ელექტრონულად მიმართვის შემთხვევაში, გაიცემა ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადის გახანგრძლივების დამადასტურებელი დოკუმენტი (3 თვის ვადით ან ვიდრე შესაძლებელი გახდება ქვეყნის დატოვება). გადაწყვეტილება აღნიშნულის თაობაზე, მიიღება საიმიგრაციო პოლიციასთან შეთანხმებით

Central Visa Unit

 

ნიდერლანდები

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

მესამე ქვეყნის მოქალაქეებმა, კანონიერად ქვეყანაში ყოფნის ვადის ამოწურვის/სდარღვევ თაობაზე უნდა აცნობონ იმიგრაციის და ნატურალიზაციის სამსახურს

Government policy of “being less strict in

controlling” overstayers

 

ნორვეგია

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

2020 წლის 1 მარტიდან ვიდრე არ მოიხსნება სამგზავრო შეზღუდვები,

https://bit.ly/2Yr8hBt

 

https://bit.ly/3fb9e7w

 

პოლონეთი

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადის დარღვევა 2020 წლის 14 მარტიდან ეპიდემიის საფრთხის ან ეპიდემიური მდგომარეობის დასრულებას + 30 დღემდე შუალედში, ჩაითვლება საპატიოდ

 
 

პორტუგალია

 

პანდემიასთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა საფუძველზე, ქვეყანაში ყოფნის ვადა 2020 წლის 24 თებერვლიდან 30 ივნისამდე გახანგრძლივდა

 
 

რუმინეთი

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა/ბინადრობა)

ქვეყნის ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადა გახანგრძლივდა საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან დამატებით 90 დღის მანძილზე

 
 

შვედეთი

 

ფორსმაჟორული მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებული კანონმდებლობით, შესაძლებელია ბინადრობის ნებართვის მოთხოვნა. ნებართვა გაიცემა შვედეთის მიგრაციის სააგენტოს მიერ 3 თვემდე მოქმედების ვადით, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი გახანგრძლივება. 15 მაისის შემდგომ მიღებული აპლიკაციები თავისუფლდება მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან მათთვის, ვისაც არ მიეცა ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით

 
 

სლოვენია

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა)

მესამე ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ლეგალური სტატუსით იმყოფებოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე 2020 წლის 13 მარტისთვის და ვერ ახერხებენ გამგზავრებას პანდემიის გავრცელების შეკავების მიზნით დაწესებული ზომების პირობებში, უფლება აქვთ დარჩნენ ქვეყანაში, ზემოაღნიშნული შეზღუდვების მოხსნამდე ან ლეგალური სტატუსის მოპოვებამდე

 
 

სლოვაკეთი

უვიზო რეჟიმის ფარგლებში, 90 დღე (პირველადი ყოფნა/ბინადრობა)

2020 წლის 1 მარტიდან კრიზისული მდგომარეობის დასრულებას + 1 თვემდე პერიოდში ქვეყანაში ყოფნა ითვლება ლეგალურად

 

[წყარო: https://bit.ly/38bRhUc]

 

ეროვნულ დონეზე სავიზო საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი უწყებები

ქვეყანა

საკონტაქტო ინფორმაცია

ბელგია

ორდინალური პასპორტის მფლობელთათვის - ფედერალური საჯარო სამსახური შინაგან საქმეთა საიმიგრაციო ოფისი

დიპლომატიური, სამსახურებრივი და სპეციალური პასპორტის მფლობელთათვის - საგარეო საქმეთა ოფისი, ფედერალური საჯარო სამსახური

ჩეხეთი

პოლიცია -  უცხოელთა მომსახურებების რეგიონული დირექტორატები

დანია

საიმიგრაციო სამსახური და გამონაკლის შემთხვევებში, პოლიცია

გერმანია

უცხოელთა შესახებ უფლებამოსილი სამსახურები

ესტონეთი

პოლიციის და სასაზღვრო დაცვის საბჭო

მისამართი: Pärnu mnt 139, ტალინი 15060; ტელ.: + 372 612 3000, 612 3300 ფაქსი: + 372 612 3009; ელ-ფოსტა: [email protected]  

საბერძნეთი   

8 საიმიგრაციო ოფისი ქ. ათენში, თესალონიკსა და პირეოსში; პოლიციის 53 სამსახური ძირითად ქალაქებში (დანართშია მითითებული)

ესპანეთი

საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტრო, საკონსულო საკითხებსა და საკონსულო დახმარების გენერალური დირექტორატი

Ministry of the Interior - Direction General for the National Police and the Civil Guard

საფრანგეთი

პრეფექტურები - ორდინალურ პასპორტში მოკლევადიანი ვიზის შემთხვევაში, რომელსაც ვადა გაუვიდა მფლობელის ქვეყანაში ყოფნის პერიოდში

საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ საფრანგეთის მოქალაქეთა და საკონსულო საკითხების სავიზო პოლიტიკის სექცია - დიპლომატიური, სამსახურებრივი და სპეციალური პასპორტში მოკლევადიანი ვიზის შემთხვევაში 

იტალია

შინაგან საქმეთა სამინისტრო - https://nullaostalavoro.dlci.interno.it/Ministero/Index2

ლატვია

მოქალაქეობის და მიგრაციის საქმეთა ოფისი

მისამართი: Čierkurkalna 1st line, building 3, Riga, Latvia – 1026; ტელ.: +371 67219648; ელ-ფოსტა: [email protected]

ლიეტუვა       

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი

  • მიგრაციის ოფისის ვილნიუსის პოლიციის მთავარი კომისარიატი
  • მიგრაციის ოფისის კაუნასის  პოლიციის მთავარი კომისარიატი
  • მიგრაციის ოფისის კლაიპედას პოლიციის მთავარი კომისარიატი

ლუქსემბურგი

საგარეო საქმეთა სამინისტრო - https://maee.gouvernement.lu/en.html

უნგრეთი

საიმიგრაციო და მოქალაქეობის ოფისი, ბუდაპეშტის რეგიონული დირექტორატი

მისამართი: 1117. Budapest XI. Budafoki út 60.- Sztregova köz. ტელ.: +36-30- 463-9100; ფაქსი: +36-30-463-927; ელ-ფოსტა: [email protected]

მალტა

შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრო ცენტრალური სავიზო განყოფილება

მისამართი: Calcidonious Square Floriana FRN 1530 Malta; ტელ.: +356 2204 2310; ელ-ფოსტა: [email protected]

ნიდერლანდები

საიმიგრაციო და ნატურალიზაციის სამსახური; როტერდამ-რინმორდის საპორტო პოლიცია

ავსტრია

  • ქვემო ავსტრიის პროვინციის პოლიციის დირექტორატი
  • ზემო ავსტრიის პროვინციის პოლიციის დირექტორატი
  • კარინთიის პროვინციის პოლიციის დირექტორატი
  • სტირიას პროვინციის პოლიციის დირექტორატი
  • ტიროლის პროვინციის პოლიციის დირექტორატი
  • ზალცბურგის პროვინციის პოლიციის დირექტორატი
  • ვენის პროვინციის პოლიციის დირექტორატი
  • ბურგენლანდის პროვინციის პოლიციის დირექტორატი
  • ვორარლბერგის პროვინციის პოლიციის დირექტორატი

პოლონეთი

გუბერნიები

  • Wojewoda Mazowiecki;
  • Wojewoda Kujawsko-Pomorski;
  • Wojewoda Lubelski;
  • Wojewoda Lubuski;
  • Wojewoda Łódzki;
  • Wojewoda Małopolski;
  • Wojewoda Dolnośląski;
  • Wojewoda Opolski;

 

  • Wojewoda Podkarpacki;
  • Wojewoda Podlaski;
  • Wojewoda Pomorski;
  • Wojewoda Śląski;
  • Wojewoda Warmińsko-Mazurski;
  • Wojewoda Świętokrzyski;
  • Wojewoda Wielkopolski;
  • Wojewoda Zachodniopomorski.

პორტუგალია

უცხოელთა და სასაზღვრო სამსახური

ელ-ფოსტა: [email protected]; ტელ.: + 351 214 236 662/67/68/69; მობილური: + 351 961 705 882; ფაქსი: + 351 214 236 644

სლოვენია

საგარეო საქმეთა სამინისტრო

მისამართი: Prešernova 25, 1000 Ljubljana, ტელ.: 01 478 2000, ელ-ფოსტა: [email protected] 

სლოვაკეთი

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზღვრის და უცხოელთა პოლიციის ბიურო

მისამართი: Ružinovská 1/B, 812 72 Bratislava, Slovak Republic

ტელ: 00421-2-9610 50 723, 00421-2-9610 50 753, 00421-2-9610 50 754, 00421-2-9610 50 744; ფაქსი: 00421-2-09610 59 122, 00421-2-0960 59 075,

ელ-ფოსტა: [email protected]

ფინეთი          

პოლიცია

https://www.poliisi.fi/en 

შვედეთი

შვედეთის მიგრაციის საბჭო, უცხოელთა შესახებ კოორდინაციის განყოფილება

მისამართი: SE-610 70 Norrköping; ელ-ფოსტა: [email protected]; ტელ.: +46 (0)771 235 235; ფაქსი: +46 (0)11 23 98 39

ისლანდია

საიმიგრაციო საკითხთა დირექტორატი

ნორვეგია       

ნორვეგიის პოლიცია და საიმიგრაციო საკითხთა დირექტორატი

შვეიცარია

მიგრაციის და ინტეგრაციის საკითხთა ოფისები

ლიხტენშტაინი

საიმიგრაციო და საპასპორტო საკითხთა ოფისი

მისამართი: Städtle 38 Postfach 684 FL-9490 Vaduz

[გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მოცემული ინფორმაცია ასახავს მდგომარეობას 2020 წლის 26 მაისისთვის.]

 

აღსანიშნავია, რომ ევროპულმა კომისიამ პოსტ-პანდემიურ პერიოდში, ევროპაში უსაფრთხო ტურიზმის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი ვებ-პორტალი Re-open EU. აღნიშნულ პორტალზე - Re-open EU - შეგიძლიათ იხილოთ უახლესი და სანდო ინფორმაცია ევროკავშირის მასშტაბით საზღვრების, სატრანსპორტო სახეობების, სამგზავრო შეზღუდვების, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების თაობაზე. პლატფორმაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროკავშირის ყველა ოფიციალურ ენაზე >>> https://reopen.europa.eu/en

 

[დამატებითი ინფორმაცია: ევროკომისიის რეკომენდაცია მე-3 ქვეყნებისთვის საზღვრების გახსნის შესახებ - რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს? - https://bit.ly/3drJfre]